თბილისი

Z Nonsensopedii, polskiej encyklopedii humoru

Skocz do: nawigacji, szukaj
აქ არსებული დასახლების ყველაზე ადრეული მინიშნება გლობალური ენერგომატარებლებისა!

სატრანზიტო ცენტრის პოზიცია!"

ბოლოს სიმაგრე და თბილისი!

თბილისი საქართველოს დედაქალაქია; მდებარეობს მდინარე მტკვრის სანაპიროზე, კოორდინატებით 41°43′N 44°47′E. ქალაქს 450 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს.

თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ.ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით. არც თუ ისე დიდი ხნის წინ თბილისი იყო გახმაურებული ვარდების რევოლუციის ეპიცენტრი, რომელიც ქალაქის თავისუფლების მოედანსა და მის შემოგარენში მოხდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების გამო, და რომელსაც შედეგად იმდროინდელი საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა.

[edytuj] ისტორია

03 Chardin Tblisi 1671

თბილისი ფრანგი მოგზაური თბილისი ჟან შარდენის მიხედვით, 1671

[edytuj] დაარსება

ქალაქი მეფე ვახტანგ გორგასალმა დააარსა. ლეგენდის თანახმად, სანადიროდ გამოსულმა მეფემ ცაში აუშვა შევარდენი, რომელიც ხოხობს დააცხრა. მეფე და მისი ამალა უმალ დაედევნა ფრინველს და ბოლოს მიადგა ადგილს, სადაც მიწიდან ბუნებრივი ცხელი წყალი ამოდიოდა. ორივე ფრინველი ცხელ წყალში იყო ჩაფუფქული. ამ აღმოჩენით გაკვირვებულმა და გეოგრაფიული მდგომარეობით მოხიბლულმა მეფემ ბრძანა ამ ადგილზე დაეარსებინათ ქალაქი, რომელსაც ცხელი წყლის გამო "თბილისი" ეწოდა. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია.

რეგიონში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელყო, რომ თანამედროვე თბილისის ტერიტორია ადამიანთა მიერ დასახლებული ყოფილა ძვ.წ მე-4 ათასწლეულიდან. აქ არსებული დასახლების ყველაზე ადრეული მინიშნება ძველ ხელნაწერებში მე-4 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოდის - მეფე ვარაზ-ბაკურის მმართველობის პერიოდში აქ ციხე-სიმაგრე აშენებულა. მე-4 საუკუნის ბოლოს სიმაგრე სპარსელებს ჩაუვარდა ხელში, შემდეგ კი მას ისევ ქართლის მეფე იგდებს ხელთ მე-5 საუკუნის შუა რიცხვებში. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.

[edytuj] კადემიე

Zakaria Paliashvili (1911, Tiflis, Georgia, Russian Empire)

ზაქარია ფალიაშვილი თბილისი

[edytuj] ისტორიული წინაპირობები

საქართველოს, რომლის საუკეთესო ტრადიციები განათლების სფეროში საყოველთაოდ იყო ცნობილი (ფაზისის ფილოსოფიისა და რიტორიკის სკოლა კოლხეთში (IV საუკუნე), გელათის აკადემია გელათისა და იყალთოს აკადემია იყალთოს აკადემიები (XII საუკუნე), სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრები პალესტინაში (V საუკუნე), სირიაში (VI საუკუნე), საბერძნეთში (X-XI საუკუნეები), ბულგარეთში (XI საუკუნე)), პოლიტიკურ-ეკონომიკური დაუძლურებისა და ბოლოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შედეგად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღარ გააჩნდა ეროვნული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება.

[edytuj] უნივერსიტეტი ამჟამად

უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონებში განთავსებულ თსუ-ის 8 ფილიალში დღეს 35 ათასზე მეტი ახალგაზრდა ეუფლება პროფესიას. საუნივერსიტეტო საქმიანობის გარდაქმნის მნიშვნელოვანი ეტაპი 1994 წლის 25 აპრილს დაიწყო, როცა დიდმა სამეცნიერო საბჭომ მიიღო "საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფცია", რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტი 1994 წლიდან სრულად გადავიდა სწავლების ორსაფეხურიან ფორმაზე (ეტაპობრივი გადასვლა 1992 წლიდან დაიწყო) და ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებისკენ გადადგა ნაბიჯი.

რეფორმის I ეტაპის დასასრულს, 2005 წლის დამდეგს, უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა 22 ფაკულტეტი 184 კათედრით, 8 ფილიალი 46 ფაკულტეტით, 3 სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, 81 სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, 161 სასწავლო ლაბორატორია და კაბინეტი, კლინიკური საავადმყოფო და დიაგნოსტიკური ცენტრი, გამომცემლობა, სტამბა, ბიბლიოთეკა 3640693 ერთეული წიგნადი ფონდით, საერთო საცხოვრებელი 5 კორპუსით. მუშაობდა 95 საგანმანათლებლო პროგრამა ბაკალავრიატში, 194 მაგისტრატურაში და 16 ერთსაფეხურიან სწავლებაზე.

[edytuj] მოძრაობები

[edytuj] რესეურსები ინტერნეტში

Nasze strony
Przyjaciele